პოლიტიკური PR. აუგუსტო პინოჩეტის და ქართველი პოლიტიკოსების
PR - ის კრახი!
ალბათ რთულია გაერკვიო, სად არის სიმართლე და სად არის სიცრუე, როდესაც უყურებ ჩვენი პოლიტიკოსების გამოსვლებს და მითუმეტეს მათ შეკვეთით შესრულებულ სარეკლამო პიარ–კომპანიებს!
ისეთი შთაბეჭდილება გრჩება ადამიანს, რომ "ესენი" (და მათ შორის სარეკლამო კომპანიების "სპეციალისტები") – საერთოთ არ უყურებენ, იგივე ამერიკელი კოლეგების მიერ შექმნილ პოლიტიკურ სარეკლამო პროდუქციას.
ჯერ მარტო ეს "გაცვეთილი" და "შაბლონური" ლოზუნგები და ე.წ. "სლოგანები", შეიძლება ნერვები აუშალოს მდგრადი ნერვიული სისტემის მქონე ადამიანს ...
მაჟორიტარი დეპუტატების ბოლო სარეკლამო კლიპები საერთოდ "შედევრია" !!!
და რაც მთავარია, ერთმანეთის მსგავსი "ტექსტური შემადგენლობით", როგორც მაგალითად – "... ვიღაცის ხმა – საქართველოს პარლამენტში ...!"
ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ეს ხალხი (მოსახლეობა) ამ "პოტენციურ ეროვნულ ლიდერებს" – დებილი ჰგონია და თვლიან, რომ ხალხი ყველაფერს "ჩაყლაპავს" !
ესე მხოლოდ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა შეიძლება იფიქრონ...
ამ შემთხვევაში პოლიტიკოსების სიყალბე ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც კი, ტელევიზიით იქნება ეს, რადიოთ ეთერში თუ ინტერვიუს სახით გამოთქმული პოზიციის დროს.
არადა, კვალიფიციურად შექმნილმა სარეკლამო სიუჟეტმა, შეიძლება კარდინალურად შეცვალოს (პოზიტივის მხრივ) პოტენციური ამომრჩევლის პოზიცია!
ერთს ვერ ხედავენ ეს პოლიტიკოსები, – რომ ნეგატივზე აგებული სარეკლამო კომპანია – განწირულია!
ოპონენტების და პოლიტიკური მოწინაამღდეგეების გინებით და მხოლოდ მათი კრიტიკით – დიდ ვერაფერს მოიგებ.
პოლიტიკური სარეკლამო კომპანიის კონცეფცია, პირველ რიგში პოზიტივზე უნდა იყოს აგებული! ანუ : უკეთესი მომავლის პერსპექტივაზე, კონკრეტული რეფორმების შედეგიანობაზე და უნდა ასოცირდებოდეს (და არა სპეკულირებდეს) ქართველი ადამიანის ძირითად და ფუნდამენტალურ ფასეულობებთან!
ამის ნათელი მაგალითია, ჩილეში 1988 წლის 5 ოქტომბერს აუგუსტო პინოჩეტის მიერ ინიცირებული რეფერენდუმის ჩატარება, რომლიც მიზნად ისახავდა, პინოჩეტის რეჟიმის საერთაშორისო დონეზე – ლეგალიზაციას!
ერთის მხრივ, ჩილეში არსებული რეჟიმის პირობებში (უნდა ვაღიაროთ), როგორც ეს არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს – ეკონომიკური ზრდის და უმუშევრობის შემცირების ტენდენციები – სახეზე იყო!
ხალხს უნდა ეთქვა რეფერენდუმზე ან – "YES" - პინოჩეტის სასარგებლოდ, ან – "NO" – მისი პოლიტიკის საწინაამღდეგოდ.
პინოჩეტის მოწინაამღდეგე პოლიტიკურმა ძალებმა ააწყეს თავისი სარეკლამო კომპანია (რომელიც ორივე მხარისათვის შეზღუდული იყო 15 – წუთიანი სატელევიზიო რგოლით) იმ უბედურებებზე და დანაშაულზე, რომელიც თავის დროზე 70 – ან წლებში, ჩაიდინა სამხედრო ხუნტამ. ხოლო პინოჩეტის გუნდმა – იმ რეფორმებზე რომელთა შედეგად, ქვეყანა აშენდა და "წავიდა" განვითარებისაკენ (ხომ არაფერს გაგონებთ...?).
შანსები იყო 50/50 – ზე, მანამდე სანამ არ გამოჩნდა ერთი ახალგაზრდა, PR - ის და პოლიტიკური "პრომოუშენის" (Promotation) სპეციალისტი....
უკვე შემუშავებულ სარეკლამო სცენარში მისი ჩარევა, აღმოჩნდა ნამდვილი "გილიონტინა" პინოჩეტის რეჟიმისათვის!
რენე სავეიდამ (ასე ერქვა ამ "რეკლამშიკს"), კარდინალურად შეცვალა სარეკლამო სიუჟეტი და სარეკლამო კონცეფცია ააგო – პოზიტივზე, სიხარულზე, მომავალზე, ახალგაზრდულ მოტივებზე და ყველაფერი ეს თანამედროვე მუსიკის ფონზე...
ანუ ამით აჩვენა ხალხს – ბედნიერი ხვალინდელი დღე და დააგვირგვინა ყველაფერი ეს – "ოცნების ინტრიგით" (ჩვენთანაც გარკვეულ წილად "იმუშავა" ამ მეთოდმა...).
შედეგად მოხდა ის, რომ ჩილეს მოსახლეობის 80% (აქაც "Pareto" - ს პრინციპია!) შემოხაზეს – "NO" და ამით დაუსვეს ავგუსტო პინოჩეტის მართველობას წერტილი!
ცხადია, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს ვერ უშველიან მხოლოდ პოლიტ–ტექნოლოგები (თუმცა აქაც, როგორც ვხედავ, მათი დეფიციტიც შეინიშნება).
აუცილებელია მაღალი კლასის სარეკლამო კონცეფციის სპეციალისტების ჩართვა!
და ეს ეხება, არა მხოლოდ წინა საარჩევნო პერიოდს ....!
თუ პოლიტიკოსებს სურთ "ძლიერი" პოლიტიკური ბრენდის შექმნა – ამისათვის საჭიროა: ხანგრძლივი და ინტენსიური პოლიტიკური "პოზიციონირება".
ბრენდ – კომუნიკაციების აქტიური დამყარება – კი უნდა იყოს უპირობოთ.
სხვა შემთხვევაში, პოლიტიკური ნდობის "კრედიტი" – იქნება ხანმოკლე!
პოლიტიკური მედია – სივრცეში დღეისათვის შექმნილი სიტუაცია (ჩვენს მთავრობასთან დაკავშირებით), რეალურად გვაჩვენებს – როგორ არ უნდა მოიქცეს მთავრობა საზოგადოებასთან ურთიერთობისას!
იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ იქნება შევსებული ეს კომუნიკაციების
(Public Relations) "ვაკუუმი" – დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება ფერფლად გადაიქცევა ...
ეს დაუწერელი კანონია – გვინდა ეს ჩვენ, თუ არა ........................................................
ვახტანგ ხომიზურაშვილი
(593667218)